
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
ილონ მასკი „იქსის“ საფრანგეთის ოფისებში ჩხრეკას პოლიტიკურ თავდასხმას უწოდებს
ამერიკელმა მილიარდელმა, ილონ მასკმა პარიზის პროკურატურის მიერ „იქსის“ საფრანგეთის ოფისებში ჩატარებულ ჩხრეკას პოლიტიკური თავდასხმა უწოდა.
„ეს პოლიტიკური თავდასხმაა“, – წერს მასკი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, გუშინ ამერიკელი მილიარდერის, ილონ მასკის კომპანიის, „იქსის“ ფრანგულ ოფისებში სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს. გავრცელებული ცნობით, ჩხრეკა 2025 წლის იანვარში დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება. ამასთან, ილონ მასკი და „იქსის“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ლინდა იაკარინო გამოძიების ფარგლებში 20 აპრილისთვის დაგეგმილ მოსმენაზე დაიბარეს.





