
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა, ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე – არსად მინახავს, რამდენიმე კონკურენტი ფარმაცევტული ქსელი გვერდიგვერდ ხსნიდეს აფთიაქს, ჩვენთან ეს უცნაურობა არის, რაც გარკვეულ ტვირთს აჩენს ბიზნესზე და აისახება ფასში
არსად მინახავს, რამდენიმე კონკურენტი ფარმაცევტული ქსელი გვერდიგვერდ ხსნიდეს აფთიაქს, ჩვენთან ეს უცნაურობა არის, ერთი რომ გაიხსნება, მის გვერდით იხსნება რამდენიმე დასახელების აფთიაქი. ბუნებრივია, რომ ეს გარკვეულ ტვირთს აჩენს ბიზნესზე და ეს ტვირთი აისახება ფასში, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულის რეგულირება უნდა მოხდეს სინქრონულად, ბიზნესის ტვირთის გათვალისწინებით.
„არ სჭირდება დიდი სტატისტიკა და ანალიტიკა, ყველას გვინახავს, სახლთან ახლოს რამდენიმე დასახელების აფთიაქი გვერდიგვერდ. რა საკვირველია, ეს უცნაურად გამოიყურება, ყველამ ვიცით მაგალითად, ევროპის ქვეყნებში როგორ არის. მე პირადად არსად მინახავს რამდენიმე კონკურენტი ფარმაცევტული ქსელი გვერდიგვერდ ხსნიდეს აფთიაქს. ჩვენთან, ერთი რომ გაიხსნება, მის გვერდით იხსნება რამდენიმე დასახელების აფთიაქი. ბუნებრივია, რომ ეს გარკვეულ ტვირთს აჩენს ბიზნესზე და ეს ტვირთი აისახება ფასში“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.





