
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
„ასოშიეთიდ პრესი“ – ჯეი დი ვენსი სომხეთსა და აზერბაიჯანს ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის შემდეგ ეწვევა
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის შემდეგ სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვევა.
ამის შესახებ ინფორმაციას „ასოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს.
მილანში ზამთრის ოლიმპური თამაშების გახსნას ასევე დაესწრება აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიოც.
„იტალიის შემდეგ ვენსი გაემგზავრება სომხეთსა და აზერბაიჯანში. ტრამპმა მას შეთანხმების შემუშავება დაავალა, რომელიც მიმართულია ამ ქვეყნებს შორის 40-წლიანი კონფლიქტის შეწყვეტისკენ“, – წერს „ასოშიეთიდ პრესი“.
ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია მილანში 6 თებერვალს გაიმართება.





