• February

    6

    2026
  • 35
  • 0
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ილჰამ ალიევმა ირანის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრისას რეგიონში შექმნილი ვითარების გამო შეშფოთება გამოთქვა

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ილჰამ ალიევმა ირანის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრისას რეგიონში შექმნილი ვითარების გამო შეშფოთება გამოთქვა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბაქოში ირანის თავდაცვის მინისტრს, აზიზ ნასირზადეს უმასპინძლა.

ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

აზერბაიჯანული მედიასაშუალებების ინფორმაციით, ირანის თავდაცვის მინისტრი აზიზ ნასირზადე ბაქოში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

როგორც სააგენტო „აპა“ წერს, აზერბაიჯანის ლიდერმა შეშფოთება გამოთქვა რეგიონში შექმნილი სიტუაციის გამო.

„ჩვენ გვსურს მშვიდობა მთელ მსოფლიოში, სისხლისღვრისა და ომის გარეშე“, – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

ალიევმა აღნიშნა, რომ მსოფლიოს ბევრ ნაწილში დღეს ომები და კონფლიქტები გრძელდება, ხოლო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა დამყარდა აზერბაიჯანის ინიციატივით. მისივე განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ ამას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც აზერბაიჯანისთვის, ისე ირანისთვისაც, რომელიც ესაზღვრება სომხეთს.

როგორც ალიევმა აღნიშნა, ირანის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას მან განაცხადა, რომ აზერბაიჯანი შეშფოთებულია რეგიონში არსებული სიტუაციით და მზადაა, მხარი დაუჭიროს ამ დაძაბულობის დარეგულირიებას.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor