• February

    6

    2026
  • 1411
  • 0
ექსკლუზივი : დიდუბე-ჩუღურეთის მე-4 სამმართველოს უფროსს ახალი შემართების მქონე, ღირსეული მოადგილე ჰყავს !

ექსკლუზივი : დიდუბე-ჩუღურეთის მე-4 სამმართველოს უფროსს ახალი შემართების მქონე, ღირსეული მოადგილე ჰყავს !

როგორც ჩვენი მკითხველისთვის ცნობილია, ჩვენ კარგა ხანი ვსწავლობდით დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს მე-4 სამმართველოს საქმიანობას, რომლის ხელმძღვანელიც გიორგი პაპიძეა. ჩვენ დავადგინეთ, რომ გიორგი პაპიძის ერთ-ერთი მოადგილე, პოლკოვნიკი კახაბერ რაზმაძე უფლებამოსილებას ბოროტად იყენებდა, ზეწოლაზე ახდენდა, როგორც მედიის წარმომადგენლებზე, ისე საკუთარ თანამშრომლებზე და ვაგზლის მოედნის მოვაჭრეებზე…გარდა ამისა, კონკრეტულ ინტერესთა ჯგუფებთან ჰქონდა კავშირები, რომელთა დავალებებსაც ბრმად ასრულებდა.

როგორც იცით, ,,GEO NEWS“-მა ამ საკითხებზე მიმართა შსს-ის გენერალურ ინსპექციას, მიაწოდა მასალები და საჯაროდ მოითხოვა რეაგირება – მოკვლევის შედეგად კახაბერ რაზმაძემ თანამდებობა დატოვა.

ჩვენი ინფორმაციით, კახაბერ რაზმაძის თანამდებობა ახალგაზრდა პროფესიონალმა სამართალდაცავმა ქურასბედიანმა დაიკავა, რომელსაც პოზიტიურად ახასიათებენ.

,,სამართლიანი და კარგი პიროვნებაა, მისთვის კანონი ყველაზე წინ დგას”,- აღნიშნავს ჩვენი კონფიდენციალური წყარო.

ცნობისთვის, ქურასბედიანი დუშეთის რაიონულ სამმართველოში მუშაობდა.

შეგახსენებთ, ჩვენ ყველა პუბლიკაციაში აღვნიშნავდით, რომ დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს მე-4 სამმართველოში კანონის პატივისმცემელი და ღირსეული პოლიციელები მუშაობენ. ჩვენ ასევე ხაზგასმით ვამბობდით, რომ გიორგი პაპიძის ერთ-ერთი მოადგილე თორნიკე სურმავა გამორჩეული პროფესიონალია. 

დაბოლოს, სტატიას ისევ ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ფრაზით დავასრულებთ : „უღირსი თანამშრომლის ჩამოშორება პოლიციის დასუსტება არ არის – ეს მისი გაძლიერებაა.“

ქეთი ხომერიკი

,,GEO NEWS”

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor