• February

    7

    2026
  • 86
  • 0
ვიქტორ ორბანი – ბრიუსელის ბიუროკრატები ცდილობენ, ჩვენს ოჯახებს ფული წაართვან, რათა კიევის გადასცენ

ვიქტორ ორბანი – ბრიუსელის ბიუროკრატები ცდილობენ, ჩვენს ოჯახებს ფული წაართვან, რათა კიევის გადასცენ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ევროკავშირს უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გაწევის გამო აკრიტიკებს.

„ბრიუსელის ბიუროკრატები ცდილობენ, ჩვენს ოჯახებს ფული წაართვან, რათა კიევის გადასცენ. ბრიუსელი ოჯახების პრიორიტეტად დაყენებას ერესს უწოდებს. ჩვენ ამას ჯანსაღ აზრს ვუწოდებთ“, – განაცხადა ორბანმა.

ამასთან, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უნგრეთი მხარს უჭერს დონალდ ტრამპის ძალისხმევას, რომელიც მშვიდობისკენ არის მიმართული.

„წარმატებული დიპლომატია ნიშნავს მეგობრობის დამყარებას და არა კონფლიქტების ესკალაციას. ვიდრე სხვები აბრკოლებენ, პრეზიდენტი ტრამპი განაგრძობს მუშაობას მშვიდობისთვის. უნგრეთი სიამაყით დგას შეერთებული შტატების გვერდით, მშვიდობის მხარეს“, – აღნიშნავს ვიქტორ ორბანი.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor