• February

    7

    2026
  • 50
  • 0
გივი მიქანაძე – განიხილება რამდენიმე კონკრეტული მიმართულების სკოლის შექმნა, რომელშიც ფაკულტეტები გაერთიანდება, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საინჟინრო-ტექნიკური მიმართულების იქნება

გივი მიქანაძე – განიხილება რამდენიმე კონკრეტული მიმართულების სკოლის შექმნა, რომელშიც ფაკულტეტები გაერთიანდება, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საინჟინრო-ტექნიკური მიმართულების იქნება

ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არ ნიშნავს, რომ რაიმე ფორმით რისკის ქვეშ არის, რომელიმე ის მიმართულება, რომელიც ტექნიკურ მიმართულებას წარმოადგენს, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრის თქმით, რეფორმის ფარგლებში განიხილება რამდენიმე კონკრეტული მიმართულების სკოლის შექმნა, რომელშიც გაერთიანებული იქნება ფაკულტეტები, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი უნდა იყოს საინჟინრო-ტექნიკური მიმართულების სკოლა.

„ჩვენ, პირიქით, განვაცხადეთ, რომ არ რეფორმის ფარგლებში გვაქვს მოაზრებული, რომ შეიქმნას რამდენიმე სკოლა, კონკრეტული მიმართულება, რომელშიც გაერთიანებული იქნება ფაკულტეტები და მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე და მსხვილი, დიდი, ვფიქრობთ, რომ უნდა იყოს საინჟინრო-ტექნიკური მიმართულების სკოლა, სადაც არაერთი ფაკულტეტი იქნება გაერთიანებული და სწორედ ის ტექნიკური მიმართულებები, რომლებიც დღეს ტექნიკურ უნივერსიტეტში ფუნქციონირებენ, ავტომატურად გადმოვა ამ სკოლაში. ეს შესაძლებელს გახდის, რომ მათ მიენიჭოთ ფართო ავტონომია და ამ ფართო ავტონომიის პროცესში მათ მაქსიმალურად ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ განახორციელონ ის საქმიანობა, რაზეც ათეული წლის განმავლობაში არიან ორიენტირებულნი და რაზეც აქვთ საკმაოდ დიდი გამოცდილება“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

მინისტრის თქმით, სახელმწიფოს მიზანი და აქცენტი არის, რომ მაქსიმალურად გაძლიერდეს საინჟინრო-ტექნიკური მიმართულება.

„რაც შეეხება ინჟინრებთან დაკავშირებულ საკითხს, დეფიციტი მართლაც არის, რაც გამოწვეულია იმით, რომ თუნდაც ჩვენ კერძო სექტორისგან, რომელთანაც გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია, ასევე არის ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ჩატარებული კვლევები, რომლის შედეგებიც საბოლოოდ ჯამდება და ცნობილი იქნება, აჩვენებს, რომ ამ მიმართულებით გვაქვს გარკვეული დეფიციტი. შესაბამისად, ბაზარზე არის მოთხოვნა, განსაკუთრებით კერძო სექტორიდან, რომ ამ მიმართულების სპეციალისტები კიდევ უფრო მეტი იყოს. შესაბამისად, ჩვენი მიზანი და აქცენტი არის, რომ გაძლიერდეს მაქსიმალურად ეს მიმართულება.

ხელისუფლებამ, რომელმაც მიიღო ეს უპრეცედენტო ისტორიული გადაწყვეტილება, შემდეგი სასწავლო წლიდან მოხდეს უფასო სწავლების შემოღება სახელმწიფო უნივერსიტეტებში, ცალსახად მიუთითებს იმის თაობაზე, რომ ხელისუფლების ორიენტირი არის, ყველანაირად ხელი შეუწყონ სასწავლო პროცესს და მასში მოსახლეობის ჩართულობას, რათა განათლების ხელმისაწვდომობის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყოს. ჩვენი სრული მზაობაა, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში ყველა მიმართულება და განსაკუთრებით ტექნიკური მიმართულებები, რომლებიც დეფიციტურ პროფესიებს წარმოადგენენ, მათი გაძლიერება მოხდეს. ეს არ არის დაბალბიუჯეტიანი კომპონენტი მხარდასაჭერად, რადგან მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების თვალსაზრისით საკმაოდ დიდ მხარდაჭერას საჭიროებს. სახელმწიფო გამოთქვამს სრულ მზაობას, რომ ამის უზრუნველყოფა მოხდეს. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს სწორი ხედვა, რომ ეს უნდა განხორციელდეს შესაბამისი პროფესიებისთვის უფრო მაღალი კვალიფიკაციის მინიჭების თვალსაზრისით“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor