• February

    10

    2026
  • 74
  • 0
პოლიციამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით სამი პირი დააკავა

პოლიციამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით სამი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით სამი პირი: 1974 წელს დაბადებული კ.ჭ., 1988 წელს დაბადებული გ.ქ. და 1993 წელს დაბადებული ი.ქ. დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დგინდება, რომ წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა, კ.ჭ.-მ, გ.ქ.-სა და ი.ქ.-ისთან ერთად 2004 წელს დაბადებული შ.ჭ.-ს მიმართ ძალადობა დააორგანიზა. გასული წლის 31 დეკემბერს, მათ შორის მომხდარი დაპირისპირების დროს შ.ჭ.-მ ცივი და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა გ.ქ.-ს და კ.ჭ.-ს. პოლიციამ 2004 წელს დაბადებული შ.ჭ. დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა, ხოლო ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდა.

სამართალდამცველების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით კ.ჭ.-ს, გ.ქ.-სა და ი.ქ.-ს ბრალეულობა გამოიკვეთა და სამართალდამცველებმა ისინი თბილისში, ბათუმსა და ხობში დააკავეს“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor