
შინაგან საქმეთა მინისტრი კატარის ელჩს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ საქართველოში კატარის სახელმწიფოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ალი იუსეფ აბდულრაჰმან ალ-მულასთან შეხვედრა გამართა.
შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და პარტნიორობის პერსპექტივები განიხილეს.
მათივე ცნობით, მინისტრმა ელჩს საქართველოში მისიის დაწყება მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.





