• February

    16

    2026
  • 58
  • 0
მარკო რუბიომ სირიის საგარეო საქმეთა მინისტრთან და სირიელი ქურთების სამხედრო მეთაურთან შეხვედრა გამართა

მარკო რუბიომ სირიის საგარეო საქმეთა მინისტრთან და სირიელი ქურთების სამხედრო მეთაურთან შეხვედრა გამართა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სირიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ასაად ალ-შაიბანისთან და სირიელი ქურთების სამხედრო მეთაურთან, მაზლუმ აბდისთან ერთობლივი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა.

„ჩვენ შევხვდით სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს და, ქურთების სახელით, გენერალ მაზლუმს. ეს იყო ისტორიული შეხვედრა. არავის გაუპროტესტებია ის ფაქტი, რომ სირიის გამოწვევა ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა“, – აღნიშნა მარკო რუბიომ.

რუბიომ ისაუბრა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით ცეცხლის მუდმივი შეწყვეტისა და ინტეგრაციის შეთანხმების განხორციელების მნიშვნელობაზე. მარკო მიესალმა სირიის მთავრობის ერთგულებას შეერთებულ შტატებთან სრული თანამშრომლობის მიმართ.

სირიის ლიდერმა, აჰმედ ალ-შარაამ, რომლის ძალებმაც 2024 წლის ბოლოს დაამხეს ბაშარ ალ-ასადი, პირობა დადო, რომ მთელ სირიას სახელმწიფო კონტროლს დაუქვემდებარებდა, მათ შორის ჩრდილო-აღმოსავლეთში „სირიის დემოკრატიული ძალების“ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor