• February

    16

    2026
  • 63
  • 0
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა 15-17 წლის ახალგაზრდა მოხალისეების პროგრამაზე განცხადებების მიღება დაიწყო

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა 15-17 წლის ახალგაზრდა მოხალისეების პროგრამაზე განცხადებების მიღება დაიწყო

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი პროექტის – „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში, რეგიონებში მოხალისეთა მიღებას აცხადებს.

„მოხალისეთა ქსელი გააერთიანებს 15-17 წლის ახალგაზრდებს და ხელს შეუწყობს მათ აქტიურ ჩართულობას ადგილობრივ დონეზე საგანმანათლებლო აქტივობებში მონაწილეობის გზით. რეგისტრაცია შესაძლებელია 9 მარტის ჩათვლით შემდეგ ბმულზე.

სამეგრელო-ზემო სვანეთი – აბაშა, სენაკი,  ხობი, მარტვილი,  ჩხოროწყუ, მესტია.

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი – ონი, ამბროლაური, ცაგერი, ლენტეხი.

იმერეთი – ვანი, ხარაგაული, საჩხერე, ჭიათურა, სამტრედია, ბაღდათი, ზესტაფონი, ხონი.

გურია – ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური.

კახეთი – ლაგოდეხი, ახმეტა, თელავი, ყვარელი, სიღნაღი, გურჯაანი, საგარეჯო.

შიდა ქართლი – გორი, ქარელი, კასპი,  ხაშური.

მცხეთა-მთიანეთი – დუშეთი, მცხეთა.

ქვემო ქართლი – მარნეული,  თეთრიწყარო,  წალკა, ბოლნისი, დმანისი, გარდაბანი.

აჭარა – ქობულეთი, ხულო,  შუახევი, ხელვაჩაური.

სამცხე-ჯავახეთი – ახალქალაქი, ახალციხე.

პროგრამა „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) და შვეიცარიის მთავრობების მიერ და ხორციელდება გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor