• February

    16

    2026
  • 68
  • 0
ირაკლი კობახიძე – რუსეთი და ოთხი სხვა ქვეყანა არ აღიარებენ ჩვენს იურისდიქციას ტერიტორიის 20%-ზე, საქართველოში არიან ექსტრემისტული ძალები, რომლებიც არ აღიარებენ იურისდიქციას ტერიტორიის 100%-ზე

ირაკლი კობახიძე – რუსეთი და ოთხი სხვა ქვეყანა არ აღიარებენ ჩვენს იურისდიქციას ტერიტორიის 20%-ზე, საქართველოში არიან ექსტრემისტული ძალები, რომლებიც არ აღიარებენ იურისდიქციას ტერიტორიის 100%-ზე

რუსეთის ფედერაცია და ოთხი სხვა ქვეყანა არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე და საქართველოში არიან ექსტრემისტული ძალები, რომლებიც არ აღიარებენ საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციასქვეყნის ტერიტორიის 100%-ზე. ჩვენ ვუპირისპირდებით ერთსაც და მეორესაც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით როცა არავითარი მტკიცებულება არ გაქვს და მაინც აგრძელებ საბოტაჟს, ექსტრემიზმს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ, ამას უნდა დაუპირისპირდეს კანონმდებლობა.

„საუბარი როდესაც არის არჩევნების ლეგიტიმაციაზე, გახსოვთ, როგორ წარიმართა პროცესები ჯერ 2020 წელს, შემდეგ 2024 წელს, მანამდე 2016 წელსაც იყო იგივე პროცესები. მაგალითად, 2020 წელს აცხადებდნენ, თითქოს არჩევნები იყო გაყალბებული და შემდეგ „გაყალბებულ პარლამენტში“ მთელი ოპოზიცია ერთად შელაგდა, როდესაც ხელი მოეწერა ე.წ. მიშელის შეთანხმებას. თურმე არ ყოფილა არჩევნები გაყალბებული და არც პარლამენტი – ყალბი. იგივე ხდება მაგალითად, 2024 წლის შემთხვევაშიც, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, არავითარი მტკიცებულება არ არსებობს. ეუთო/ოდირმა თქვა, რომ არჩევნები იყო კონკურენტული და არჩევნები შედგა. ეუთო/ოდირმა არჩევნების შემდეგ ისაუბრა შემდგარ ინსტიტუტებზე, შემდგარ პარლამენტზე, მათი მხრიდან ძალიან მკაფიოდ იყო ეს ნათქვამი. არ იყო არავითარი დარღვევა, არჩევნები ჩატარდა ლეგიტიმურად. არავითარი მტკიცებულება როდესაც არ გაქვს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით და მაინც აგრძელებ საბოტაჟს, მაინც აგრძელებ ექსტრემიზმს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ, ამას უნდა დაუპირისპირდეს კანონმდებლობა. რუსეთის ფედერაცია და ოთხი სხვა ქვეყანა არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე და საქართველოში არიან ექსტრემისტული ძალები, რომლებიც არ აღიარებენ საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას ქვეყნის ტერიტორიის 100%-ზე. ჩვენ ვუპირისპირდებით ერთსაც და მეორესაც. ერთ შემთხვევაში, ვუპირისპირდებით ოკუპაციის შესახებ კანონით და მეორე შემთხვევაში – ექსტრემიზმის შესახებ ჩანაწერით სისხლის სამართლის კოდექსში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor