• February

    18

    2026
  • 57
  • 0
ირაკლი კობახიძე – საქართველოში 30 ათასი უკრაინელი იმყოფება, აქედან 6 290-ს აქვს ბინადრობის უფლება, დანარჩენს საქართველოში ყოფნის შესაძლებლობა ბინადრობის ნებართვის გარეშე აქვს მინიჭებული

ირაკლი კობახიძე – საქართველოში 30 ათასი უკრაინელი იმყოფება, აქედან 6 290-ს აქვს ბინადრობის უფლება, დანარჩენს საქართველოში ყოფნის შესაძლებლობა ბინადრობის ნებართვის გარეშე აქვს მინიჭებული

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში ამ ეტაპზე 30 ათასამდე უკრაინელი იმყოფება.

როგორც მთავრობის მეთაურმა პარლამენტში ინტერპელაციისას განაცხადა, 30 ათასი უკრაინელიდან 6 290 ადამიანს აქვს ბინადრობის უფლება, ხოლო დანარჩენს საქართველოში ყოფნის შესაძლებლობა ბინადრობის ნებართვის გარეშე აქვს მინიჭებული.

„6 290 უკრაინელია საქართველოში, თუმცა დამატებით, ბინადრობის ნებართვის გარეშე, ჩვენი სამართლებრივი აქტებიდან გამომდინარე, ლტოლვილის სტატუსით საქართველოში ცხოვრობს დამატებით 25 ათასამდე უკრაინელი. მთლიანობაში, უკრაინელების რაოდენობა საქართველოში არის 30 ათასამდე, საიდანაც 6 290 ადამიანს აქვს ბინადრობის ნებართვა, 25 ათასამდე უკრაინელს ბინადრობის ნებართვის გარეშე აქვს მინიჭებული საქართველოში ყოფნის შესაძლებლობა“, – განაცხადა კობახიძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor