
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
ვიქტორ ორბანი – უკრაინა უნგრეთს აშანტაჟებს, „დრუჟბის“ ნავთობსადენი დახურა, ჩვენ სტრატეგიული რეზერვების გამოყენება გვჭირდება
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ „დრუჟბის“ ნავთობსადენით ტრანზიტთან დაკავშირებული პრობლემები ქვეყანას სტრატეგიული რეზერვების გამოყენებას აიძულებს.
მისივე თქმით, ამაში დამნაშავე უკრაინაა.
„უკრაინა უნგრეთს აშანტაჟებს. მან „დრუჟბის“ ნავთობსადენი დახურა. სტრატეგიული რეზერვების გამოყენება გვჭირდება. ეს დღევანდელი მთავრობის სხდომის დღის წესრიგის პირველი საკითხია“, – განაცხადა ორბანმა.





