• February

    19

    2026
  • 60
  • 0
ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მილან-კორტინას პარალიმპურ თამაშებს პროტესტის ნიშნად აღარ დაესწრება

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მილან-კორტინას პარალიმპურ თამაშებს პროტესტის ნიშნად აღარ დაესწრება

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი ინგა რუგინენე აცხადებს, რომ მილან-კორტინას პარალიმპურ თამაშებს პროტესტის ნიშნად აღარ დაესწრება.

ინგა რუგინენეს თქმით, პროტესტი უკავშირდება იმ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, რუს და ბელარუს სპორტსმენებს შეჯიბრში ეროვნული დროშებით მონაწილეობის უფლება მიენიჭათ.

„ჩვენი პარალიმპიელი სპორტსმენებისა და კომიტეტის მხარდასაჭერად მოგზაურობა მქონდა დაგეგმილი, თუმცა ეს მოგზაურობა არ შედგება და ლიეტუვის წარმომადგენელ ჩვენს სპორტსმენს აქ, ლიეტუვაში მივაგებთ პატივს“, – განაცხადა ინგა რუგინენემ.

ამასთან, ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო პარალიმპური კომიტეტი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ კომიტეტის გადაწყვეტილება „დღევანდელ რეალობას არ ასახავს“.

„ჩვენ გვჭირდება ერთიანობა და სიმტკიცე ყველა პროვოკაციის წინააღმდეგ. უნდა ვთქვათ, რომ ევროპაში ჩვენ ერთიანები ვართ და უკრაინის გამარჯვების გვჯერა“, – განაცხადა რუგინენემ.

მანამდე ლიეტუვის პარალიმპურმა კომიტეტმაც მკაცრად გააკრიტიკა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, რუს და ბელარუს სპორტსმენებს წლევანდელ პარალიმპურ თამაშებში თავიანთი ეროვნული დროშებით მონაწილეობის უფლება მიეცათ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor