• February

    19

    2026
  • 51
  • 0
არჩილ გორდულაძე – „ქოლცენტრები“ მძიმე დანაშაულია, რომელიც სხვისი ქონების თაღლითურად მითვისებისკენაა მიმართული, ელისო კილაძეს შეუძლია, სამართლიანი სასამართლოს წინაშე ამტკიცოს საკუთარი სიმართლე

არჩილ გორდულაძე – „ქოლცენტრები“ მძიმე დანაშაულია, რომელიც სხვისი ქონების თაღლითურად მითვისებისკენაა მიმართული, ელისო კილაძეს შეუძლია, სამართლიანი სასამართლოს წინაშე ამტკიცოს საკუთარი სიმართლე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, ელისო კილაძეს შეუძლია, სამართლიანი სასამართლოს წინაშე ამტკიცოს საკუთარი სიმართლე.

გორდულაძის თქმით, დანაშაულს ვინც ჩადის, პასუხისგებაშიც მიეცემა.

„„ქოლცენტრები“ მძიმე დანაშაულია, რომელიც თაღლითური გზით სხვისი ქონების მითვისებისკენაა მიმართული. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ცდილობდნენ, ადამიანების ქონება მიეთვისებინათ და მიითვისეს კიდეც. ვინც დანაშაულს ჩადის, აუცილებლად მოხდება კიდეც მისი პასუხისგებაში მიცემა. ელისო კილაძე სიცრუის გამავრცელებელი ერთ-ერთი ჩვეულებრივი მანქანაა და ეს ახალი არ არის. წლებია, სიცრუეს ავრცელებს, რათა ადამიანები გააშავოს და ამით საკუთარი კეთილდღეობა ააწყოს, თუმცა, საბოლოო ჯამში, მისი მოქმედებები შესაბამისობაში აღარ არის იმ მოცემულობასთან, რაც ქვეყანაშია. ამ ადამიანს შეუძლია, საკუთარი სიმართლე სამართლიანი სასამართლოს წინაშე ამტკიცოს. ეს ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმეა, სადაც ელისო კილაძეს მოუწევს, იმ სასამართლოს წინაშე წარდგეს, რომელსაც წარსულში აშავებდა“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ ე.წ. ქოლცენტრების, თაღლითობისა და ფულის გათეთრების საქმეზე ოთარ ფარცხალაძეს ბრალი წარუდგინა, ამავე საქმეზე დაკავებულია, „ქრონიკა +“-ის დამფუძნებელი ელისო კილაძე.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor