
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
გია ვოლსკი – ადამიანი კონკრეტულ დანაშაულებრივ საქმეში თუ არის ჩართული, კეზერაშვილი იქნება, ლილუაშვილი თუ კილაძე, რასაკვირველია, პასუხისგებაში მიეცემა
ადამიანი თუ კონკრეტულ დანაშაულებრივ საქმეშია ჩართული, კეზერაშვილი იქნება, ლილუაშვილი თუ კილაძე, რასაკვირველია, პასუხისგებაში მიეცემა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, „ქოლცენტრების“ საქმეზე ხელისუფლების პასუხისმგებლობას რაც შეეხება, ეს საკმაოდ რთული გამოსავლენი დანაშაულია.
„ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა გამოიხატება იმით, რომ ბევრი ასეთი დანაშაული გამოვლენილია და დამნაშავეები განსასჯელის სკამებზე აღმოჩნდნენ. რაც შეეხება ელისო კილაძეს, ისტერიკის გარკვეული ფორმაა, როცა რაღაცაზე პასუხს მოგთხოვენ, სიცრუეს ავრცელებ. ფარული ჩანაწერი მოვისმინეთ, სადაც კონკრეტულ პირებს ცრუ ინფორმაციის გავრცელებით ემუქრება, თუ მის ნებას არ დაჰყვებიან და მის მოთხოვნებს არ შეასრულებენ. მისი უსაფუძვლო ბრალდებების სამიზნე, შეიძლება, ყველა გახდეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.





