• February

    19

    2026
  • 59
  • 0
ვიქტორ ორბანი – მინდა, გამოვხატო უნგრელი ხალხის მადლიერება პრეზიდენტ ტრამპის მიმართ დაუღალავი მცდელობებისთვის მთელ მსოფლიოში მშვიდობის დამყარების კუთხით

ვიქტორ ორბანი – მინდა, გამოვხატო უნგრელი ხალხის მადლიერება პრეზიდენტ ტრამპის მიმართ დაუღალავი მცდელობებისთვის მთელ მსოფლიოში მშვიდობის დამყარების კუთხით

უპირველეს ყოვლისა, მინდა, გამოვხატო უნგრელი ხალხის მადლიერება პრეზიდენტ ტრამპის მიმართ მისი დაუღალავი მცდელობებისთვის მთელ მსოფლიოში მშვიდობის დამყარების კუთხით, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა „მშვიდობის საბჭოს“ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, უნგრეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც აქ წარმოდგენილია უმაღლეს დონეზე ევროკავშირის დამფუძნებელ წევრებს შორის.

ორბანმა ასევე აღნიშნა, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში საერთაშორისო ორგანიზაციებმა ვერ შეძლეს თავიანთი როლის შესრულება და იმედი გამოთქვა, რომ „მშვიდობის საბჭო“ ამ როლს შეასრულებს.

„მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომელიც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სასტიკი ომის გარემოცვაში ცხოვრობს. ყველამ ვიცით, რომ ეს ომი არ დაიწყებოდა, პრეზიდენტი ტრამპი იმ დროს რომ ხელისუფლებაში ყოფილიყო. თუმცა, პრეზიდენტ ტრამპის თანამდებობაზე დაბრუნება დიდ შანსს იძლევა, რომ სამშვიდობო ძალისხმევა გავრცელდეს არა მხოლოდ ღაზაში, არამედ უკრაინაშიც. ჩვენ ევროპაში ნათლად გვესმის, რომ ახლო აღმოსავლეთში და განსაკუთრებით ღაზაში უსაფრთხოების მდგომარეობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ევროპის უსაფრთხოებაზე.

ამიტომ, ჩვენი მონაწილეობა „მშვიდობის საბჭოში“ არამხოლოდ პრინციპებზეა დაფუძნებული, არამედ ჩვენივე უსაფრთხოების ინტერესებზეც.

ასევე მინდა გაგიზიაროთ, რომ ევროპაში სერიოზული მოლაპარაკებები მიმდინარეობს „მშვიდობის საბჭოსა“ და მისი მომავალი როლის შესახებ. ჩვენ გვესმის, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში საერთაშორისო ორგანიზაციებმა ვერ შეძლეს თავიანთი როლის შესრულება მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების კუთხით. ამიტომ, მშვიდობის საკითხის გლობალურად წამოსაწევად ახალი ინიციატივებია საჭირო. დარწმუნებულები ვართ, რომ პრეზიდენტ ტრამპის ინიციატივა „მშვიდობის საბჭოს“ შექმნის შესახებ სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ ვამაყობთ, რომ დამფუძნებელ წევრებს შორის ვართ“, – განაცხადა ორბანმა.

ამასთან, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა „მშვიდობის საბჭოს“ სხდომაზე აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიტყვით გამოსვლა სოციალურ ქსელში გააზიარა და მას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მეგობრებთან ერთად ყველაფერი უფრო მარტივია. მათ შორის მშვიდობაც. გმადლობთ, ბატონო პრეზიდენტო!“ – წერს ორბანი სოციალურ ქსელში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor