• February

    20

    2026
  • 69
  • 0
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული საგანგებო ტარიფები უკანონოდ ცნო

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული საგანგებო ტარიფები უკანონოდ ცნო

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული საგანგებო ტარიფები უკანონოდ ცნო.

უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ დონალდ ტრამპმა დაარღვია ფედერალური კანონი, როდესაც ცალმხრივად დააწესა ფართომასშტაბიანი ტარიფები მთელ მსოფლიოში.

საკითხთან დაკავშირებით მოსაზრება დაწერა უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელმა, ჯონ რობერტსმა. მედიის ცნობით, სასამართლოს სამი წევრი წინააღმდეგი იყო, ექვსი კი დაეთანხმა მოსაზრებას, რომ ტარიფები კანონზე მაღლა იდგა.

დონალდ ტრამპმა მანამდე განაცხადა, რომ ტარიფების წინააღმდეგ გადაწყვეტილების მიღება ქვეყნისთვის ეკონომიკური დარტყმა იქნებოდა. ამერიკული მედიის შეფასებით, „ეს არის თეთრი სახლისთვის შთამბეჭდავი მარცხი იმ საკითხში, რომელიც პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკისა და ეკონომიკური დღის წესრიგის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენდა“.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სხვადასხვა ქვეყნისთვის 10%-იდან 49%-მდე ტარიფების დაწესების შესახებ 2025 წლის 3 აპრილს განაცხადა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor