• February

    27

    2026
  • 59
  • 0
ისრაელში აშშ-ს საელჩო თანამშრომლებს აფრთხილებს, რომ ვისაც ქვეყნის დატოვება სურს, ეს დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს

ისრაელში აშშ-ს საელჩო თანამშრომლებს აფრთხილებს, რომ ვისაც ქვეყნის დატოვება სურს, ეს დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს

ისრაელში აშშ-ს საელჩო თანამშრომლებს აფრთხილებს, რომ ვისაც ქვეყნის დატოვება სურს, ეს დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს. ინფორმაციას ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობთ, ისრაელში აშშ-ის ელჩმა, მაიკ ჰაკაბიმ თანამშრომლებს გაუგზავნა შეტყობინება, რომ ვისაც ისრაელის დატოვების სურვილი აქვს, ქვეყანა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს.

„ეს უნდა გააკეთოთ დღესვე. კონცენტრირება მოახდინეთ ნებისმიერი ადგილის დაჯავშნაზე, საიდანაც შემდეგ შეგიძლიათ ვაშინგტონში მგზავრობის გაგრძელება, მაგრამ პირველი პრიორიტეტი ქვეყნიდან სწრაფად გასვლა იქნება“, – წერია წერილში.

ჰაკაბიმ ასევე განუცხადა თანამშრომლებს, რომ მათთან შეხვედრას ადგილობრივი დროით პირველის ნახევარზე გამართავს და დამატებით ინფორმაციას გააცნობს, თუმცა, მისი თქმით, პანიკის საფუძველი არ არის.

გამოცემის ინფორმაციით, შეტყობინების გაგზავნას წინ უძღოდა ელჩის საუბარი სახელმწიფო დეპარტამენტთან, რა დროსაც უწყებამ დიპლომატს განუცხადა, რომ საელჩოს თანამშრომლების უსაფრთხოება პრიორიტეტია მათთვის.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor