• March

    14

    2026
  • 15
  • 0
სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებმა „სასაზღვრო სექტორების ხელმძღვანელების გადამზადების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა“ დაასრულეს

სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებმა „სასაზღვრო სექტორების ხელმძღვანელების გადამზადების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა“ დაასრულეს

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 20-მა მოსამსახურემ „სასაზღვრო სექტორების ხელმძღვანელების გადამზადების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა“ დაასრულა. ინფორმაციას ამის შესახებ სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სასწავლო კურსი შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიაში გაიმართა.

7-კვირიანი სასწავლო პროგრამა მოიცავდა შემდეგ საკითხებს: სამართლებრივი მომზადება, უსაფრთხოების საკითხები, საცეცხლე მომზადება, პირველადი დახმარება, ტოპოგრაფია, ასევე, სახელმწიფო საზღვრის დაცვასთან დაკავშირებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტები.

პროგრამის დასრულება სექტორის ხელმძღვანელ პირებს სასაზღვრო პოლიციის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა გიორგი გურეშიძემ მიულოცა.

„მესაზღვრეებო, გილოცავთ ამ მეტად მნიშვნელოვანი კურსის წარმატებით დამთავრებას. თქვენ, სასაზღვრო სექტორების ხელმძღვანელი პირები, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საყრდენი ხართ. ამიტომ თქვენი ყოველი ნაბიჯი და გადაწყვეტილება უნდა იყოს კეთილსინდისიერი, კანონზე, ეთიკაზე, სამშობლოს და პროფესიის თავდადებაზე ორიენტირებული. თქვენ ის ადამიანები ხართ, რომლებიც დღე და ღამე, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, დგახართ სამშობლოს და კანონის სადარაჯოზე“, – განაცხადა გურეშიძემ.

„სასაზღვრო პოლიციის უფროსის პირველმა მოადგილემ კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერთიფიკატები გადასცა და სამი წარჩინებული მესაზღვრე დააჯილდოვა. კურსის დასრულების ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის სპეციალური პროფესიული სწავლების დეპარტამენტის უფროსი – გრიგოლ ვაშაყმაძე და სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. მსგავსი ტიპის სწავლებები შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელთათვის სისტემატურად ტარდება და პროფესიული საქმიანობის ეფექტურად შესრულებას ისახავს მიზნად“, – ნათქვამია სასაზღვრო პოლიციის გავრცელებულ მიერ ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor