• March

    17

    2026
  • 20
  • 0
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთისა და უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე სამი პირი დააკავა

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთისა და უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე სამი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „ჭარალსა“ და „ვალეს“ დასაცავ მონაკვეთებზე, 1975 წელს დაბადებული ბ.ც., 1997 წელს დაბადებული გ.მ. და 1995 წელს დაბადებული ი.დ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთისა და უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 19-344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა ბ.ც. და გ.მ.-მ სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და შემოვიდნენ საქართველოში, ხოლო ბრალდებული ი.დ. სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდა უკანონოდ გადაეკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი“, – ნათქვამია სასაზღვრო პოლიციის გავრცელებულ ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor