• March

    18

    2026
  • 34
  • 0
შალვა პაპუაშვილი – ილია მეორე იყო ბევრად მეტი ჩვენთვის, ვიდრე ეკლესიის წინამძღოლი, უიმედობის მძიმე წუთებში სწორედ ის ტვირთულობდა ჯვრის სიმძიმეს, იყო ნუგეში განსაცდელში მყოფი ერისთვის

შალვა პაპუაშვილი – ილია მეორე იყო ბევრად მეტი ჩვენთვის, ვიდრე ეკლესიის წინამძღოლი, უიმედობის მძიმე წუთებში სწორედ ის ტვირთულობდა ჯვრის სიმძიმეს, იყო ნუგეში განსაცდელში მყოფი ერისთვის

საქართველომ დაკარგა სულიერი მამა, ჩვენი უწმინდესი პატრიარქი, რომელმაც თავისი ცხოვრების ყოველი წუთი და წამი მიუძღვნა ქრისტეს მსახურებას, სამშობლოს დაცვას და სამწყსოზე ზრუნვას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, უიმედობისა თუ სასოწარკვეთის მძიმე წუთებში სწორედ ილია მეორე ტვირთულობდა ჯვრის სიმძიმეს და იყო ნუგეში განსაცდელში მყოფი ერისთვის.

„უწმინდესი პატრიარქი ილია II ნახევარი საუკუნის განმავლობაში წინამძღოლობდა 2000-წლოვან ქართულ ეკლესიას. მან ათეისტური უკუნიდან და მიმქრალი ნაკვერჩხლიდან ააგიზგიზა ქართველ ერში ჭეშმარიტი სარწმუნოება და თავისი შრომით და ლოცვით ააღორძინა ჩვენი ეკლესია.

უიმედობისა თუ სასოწარკვეთის მძიმე წუთებში სწორედ ის ტვირთულობდა ჯვრის სიმძიმეს. ის იყო ნუგეში და მეოხი განსაცდელში მყოფი ერისთვის. ის იყო ბევრად მეტი ჩვენთვის, ვიდრე ეკლესიის წინამძღოლი.

ჩვენი პატრიარქი შეუერთდა ზეციური საქართველოს ჩინებულთა დასს, ჩვენს გმირ წინაპრებს, ხოლო მისი ღვაწლი და მისი სიტყვა კვლავაც იცოცხლებს ჩვენს ერში.

ჩვენ ვართ მისი თაობა, მისგან მონათლული, ნაკურთხი და დალოცვილი. მწამს, რომ მისი ზეციური ლოცვით და კურთხევით კვლავ დალოცვილი ვიქნებით ერი თუ ბერი, მისგან შეყვარებული სამშობლო, ყოველი ქართველი და ჩვენი დედაეკლესია, რომლის აღორძინებისთვისაც იღვაწა მთელი თავისი ცხოვრება“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor