• March

    20

    2026
  • 30
  • 0
არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი – კვირის მსახურება 09:00 საათზე დაიწყება, წესის აგებაში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო პატრიარქი

არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი – კვირის მსახურება 09:00 საათზე დაიწყება, წესის აგებაში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო პატრიარქი

კვირის მსახურება დილით დაიწყება 09:00 საათზე, მეუფე შიო მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს წირვას. მსოფლიო პატრიარქის თვითმფრინავი დაახლოებით 11:00 საათზე დაეშვება თბილისის აეროპორტში და 12:00 საათისთვის ველოდებით აქ. ეს არის მისი გადაწყვეტილება და წესის აგებაში მიიღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, სამების საკათედრო ტაძარში შესვლაზე გარკვეული შეზღუდვები იქნება.

„იქნება სიტყვით გამოსვლა, ქადაგება სხვადასხვა მოღვაწის უწმინდესის შესახებ. შემდეგ სიონში გადავასვენებთ უწმინდესს და იქ დაიკრძალება. ოფიციალურად სტუმრების სიას გამოაქვეყნებს საპატრიარქოს გვერდი. მე ზუსტად ვერ ჩამოვთვლი. მოქალაქეების რიგები მეტროდან იწყება, უწყვეტად, მრავალი საათის განმავლობაში და, მით უმეტეს, დაკრძალვის დღეს ბევრად მეტი ადამიანი იქნება. ალბათ გადაჭედილი იქნება მთელი ტერიტორია სამებიდან სიონის ტაძრამდე. ტაძარში შესვლაზე იქნება გარკვეული შეზღუდვები, შესვლა იქნება მხოლოდ საშვებით. სასულიერო პირებიც შეზღუდულად იმსახურებენ წირვის დროს. ეზოში მოქალაქეები, დიდი ალბათობით, შეძლებენ შესვლას. გაირკვევა, ჯერ დადგენის პროცესია, როგორ იქნება პროტოკოლით ყველაფერი. მედიას შიგნით არ ექნება დაშვება.

ილია მეორის გადასვენებას რაც შეეხება, ზუსტად ვერ გეტყვით, რომელ საათზე იქნება, ბევრ რამეზეა დამოკიდებული – რა დროს მობრძანდება მსოფლიო პატრიარქი, რამდენ ხანს გაგრძელდება წესის აგება, სიტყვით გამოსვლა, გამოსვენება. დაახლოებით 15:00 საათიდან 16:00 საათამდე, სავარაუდოდ“, – განაცხადა იოანე მჭედლიშვილმა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. პატრიარქის გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვა გამოცხადდა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor