• March

    21

    2026
  • 108
  • 0
ალი ბაბაევი : ,,საქართველო ეპოქის შემქმნელ ერის სულიერ მამას ემშვიდობება”

ალი ბაბაევი : ,,საქართველო ეპოქის შემქმნელ ერის სულიერ მამას ემშვიდობება”

მისამძიმრების წერილი საქართველოს მოსახლეობას !

გულისტკივილით ვიღებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის გარდაცვალების სამწუხარო ცნობას. ეს არის დიდი დანაკარგი არა მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის – ჩვენი მრავალეროვანი საზოგადოებისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც მისი სიბრძნით, მშვიდობითა და კეთილშობილებით იყო შთაგონებული.

როგორც ეთნიკურად აზერბაიჯანელი და ამავდროულად, საქართველოს მოქალაქე, მინდა განსაკუთრებული მადლიერებით აღვნიშნო მისი უწმინდესობის უდიდესი ღვაწლი ქვეყნის სტაბილურობის, თანხმობის, მშვიდობისა და საყოველთაო ჰუმანური ღირებულებების განმტკიცების საქმეში.

პატრიარქის სიტყვა და პოზიცია ყოველთვის საქართველოსი და მართლმადიდებლობის საკრალური ტრადიციების ერთგული იყო, მაგრამ ამავდროულად, აერთიანებდა ყველა მოქალაქეს, ეთნოსს და რწმენას, ვინც ამ მიწაზე მშვიდობიან თანაცხოვრებას ემსახურება.

დღეს, როდესაც საქართველო ასე მტკივნეულად ემშვიდობება მას, მინდა ჩვენი კონგრესის სახელით გამოვხატო სრული თანაგრძნობა ქართველი ხალხისადმი. მისი ეზოთერული და ადამიანური მემკვიდრეობა კიდევ მრავალი თაობისთვის დარჩება სინათლისა და სულიერი სიმაღლის მაგალითად.

მისი სახელი მარად ლოცვებში აღევლინება ქართველი ერის მიერ !

ღრმა პატივისცემით,
ალი ბაბაევი
საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარე

ირაკლი კერესელიძე

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor