
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
პიტერ სიიარტო – ვესაუბრები არა მხოლოდ რუსეთის, არამედ აშშ-ის, თურქეთის, ისრაელის, სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს და სხვა პარტნიორებს, დიპლომატია სხვა ქვეყნების ლიდერებთან საუბარს გულისხმობს
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ არა მხოლოდ რუსეთის, არამედ აშშ-ის, თურქეთის, ისრაელის, სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს და სხვა პარტნიორებს ესაუბრება როგორც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინიტრების შეხვედრებამდე, ასევე მის შემდეგ.
„ვესაუბრები არა მხოლოდ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, არამედ აშშ-ის, თურქეთის, ისრაელის, სერბეთის და ჩვენს სხვა პარტნიორებს ევროკავშირის საბჭოს შეხვედრებამდე და მის შემდეგ“, – განუცხადა სიიარტომ ჟურნალისტებს.
მისივე თქმით, ახლა ვითარება ისეთია, რომ ევროკავშირში მიიღება ბევრი გადაწყვეტილება, რომლებიც გავლენას ახდენს უნგრეთის ურთიერთობებსა და თანამშრომლობაზე ევროკავშირის გარეთ მყოფ სხვა ქვეყნებთან.
„სწორედ ეს არის საგარეო პოლიტიკის არსი. შესაძლოა, რაღაც უხეშს ვამბობ, მაგრამ დიპლომატია სხვა ქვეყნების ლიდერებთან ჩვენს საუბარს გულისხმობს“, – განაცხადა სიიარტომ.
ცნობისთვის, გამოცემა „ვაშინგტონ პოსტმა“ გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიხედვითაც, ბუდაპეშტი უკრაინაში მიმდინარე ომის მთელი პერიოდის განმავლობაში კრემლთან მჭიდრო კონტაქტს ინარჩუნებს და ევროკავშირის შეხვედრების განმავლობაში, შესვენებების დროს სიიარტო რუს კოლეგას ხშირად ურეკავს.





