• April

    2

    2026
  • 24
  • 0
ნიკოლ ფაშინიანი – სომხეთის რკინიგზის საკითხზე სიღრმისეული საუბარი გვქონდა, ჩვენ არ გვინდა, ზიანი მივაყენოთ რუსეთის ინტერესებს, ამავდროულად, ვერ ვიყენებთ კონკურენტულ უპირატესობებს

ნიკოლ ფაშინიანი – სომხეთის რკინიგზის საკითხზე სიღრმისეული საუბარი გვქონდა, ჩვენ არ გვინდა, ზიანი მივაყენოთ რუსეთის ინტერესებს, ამავდროულად, ვერ ვიყენებთ კონკურენტულ უპირატესობებს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთში ვიზიტს წარმატებულს უწოდებს და აცხადებს, რომ მიღწეულია კონკრეტული შეთახმებები არაერთ სფეროში.

„ჩვენ მივაღწიეთ კონკრეტულ შეთანხმებებს ჩვენი დღის წესრიგის ყველა ასპექტში, კულტურიდან დაწყებული სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობით დამთავრებული. ვიზიტს ძალიან წარმატებულად მივიჩნევ“, – აღნიშნა ფაშინიანმა.

სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ვიზიტის დროს დეტალურად განიხილეს სხვა ქვეყნისთვის სომხეთის რკინიგზის ქსელის მართვის უფლების გადაცემის შესაძლებლობა, რომელიც ამჟამად რუსეთის საკუთრებაშია.

„ჩვენ გვქონდა სიღრმისეული საუბარი, წარმოვადგინეთ ჩვენი პოზიციები და შეხედულებები და მოვისმინეთ ჩვენი რუსი პარტნიორების პოზიციები. შევთანხმდით დისკუსიების გაგრძელებაზე. ამ დისკუსიების არსი ასეთია: საკითხის ჩამოყალიბება მხოლოდ ერთ წინადადებაში შეიძლება – არსებულ პირობებში სომხეთის რესპუბლიკა კარგავს პოტენციურ კონკურენტულ უპირატესობებს. ჩვენი ამოცანაა, უზრუნველვყოთ, რომ სომხეთმა შეძლოს თავისი კონკურენტული პოტენციალის სრულად რეალიზება. ჩვენ არ გვაქვს პრობლემები რუსეთთან; პირიქით, ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩვენს მეგობრულ ურთიერთობებს და არ გვინდა, რაიმე ფორმით ზიანი მივაყენოთ რუსეთის ინტერესებს. თუმცა, ამავდროულად, არსებული ვითარება არ გვაძლევს საშუალებას, გამოვიყენოთ ჩვენი კონკურენტული უპირატესობები და ერთობლივად უნდა განვიხილოთ, თუ რა გამოსავლის პოვნა შეიძლება“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

პარალელურად, რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ალექსეი ოვერჩუკმა განაცხადა, რომ არ არსებობს „ობიექტური მიზეზები“ სომხეთის რკინიგზის მართვის უფლებების სხვა ქვეყნისთვის მიყიდვისთვის.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor