• April

    16

    2026
  • 50
  • 0
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ირაკლი ჩიქოვანმა და სლოვაკეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის, რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ირაკლი ჩიქოვანმა და სლოვაკეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის, რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს

საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი სლოვაკეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ დანიელ ზმეკოს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

მათივე ცნობით, მინისტრმა სლოვაკეთის დელეგაციას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„თავდაცვის უწყებაში სლოვაკეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა. გენერალ დანიელ ზმეკოს ქართველმა კოლეგამ, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა უმასპინძლა. გენერალურ შტაბში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამხედრო მიმართულებით თანამშრომლობაზე ისაუბრეს. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა გენერალ დანიელ ზმეკოს წვლილი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაში. სლოვაკეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, დელეგაციის წევრებთან ერთად, პატივი მიაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში სლოვაკეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დელეგაციამ ასევე დაათვალიერა ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC)“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor