• April

    17

    2026
  • 82
  • 0
საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ვაშინგტონში, საერთაშორისო სამიტში მიიღეს მონაწილეობა

საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ვაშინგტონში, საერთაშორისო სამიტში მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დელეგაციამ, დეპარტამენტის დირექტორის, თენგიზ სისაურის ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სამიტში, Cellebrite C2C-ში, რომელიც წარმოადგენს წამყვან პლატფორმას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავი და საგამოძიებო უწყებების ექსპერტებისთვის. საერთაშორისო ფორუმი ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ვაშინგტონში გაიმართა.

სამიტის მიმდინარეობისას მონაწილეებმა ციფრული ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ წარმოქმნილი ახალი გამოწვევები და დანაშაულის გამოვლენისა და მტკიცებულებათა დამუშავების თანამედროვე მეთოდოლოგიები განიხილეს.

ვიზიტის ფარგლებში საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კომპიუტერული და ციფრული ტექნოლოგიების ექსპერტიზის სამმართველოს ორმა წარმომადგენელმა წარმატებით გაიარა Cellebrite-ის საერთაშორისო ტრენერობის პროგრამის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი, რითაც, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებასთან ერთად, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა უწყების ინსტიტუციური გაძლიერებისკენ.

ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor