• April

    20

    2026
  • 60
  • 0
„პოლიტიკო“ – ჰორმუზის სრუტის გახსნასთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის მოწოდებას ირანის მთავრობამ დასცინა

„პოლიტიკო“ – ჰორმუზის სრუტის გახსნასთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის მოწოდებას ირანის მთავრობამ დასცინა

ირანის მთავრობამ, ჰორმუზის სრუტის გახსნასთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მოწოდებას დასცინა. ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.

კაია კალასმა სოციალურ ქსელში დაწერა და ირანს მოუწოდა, გაეხსნა ჰორმუზის სრუტე, ხოლო საერთაშორისო სამართლის თანახმად, ჰორმუზის სრუტის მსგავსი წყლის გზებით ტრანზიტი ღია და უფასო უნდა დარჩეს.

ამ განცხადებების შემდეგ ირანში კალასი ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულეს.

„რა საერთაშორისო სამართალი?! ის, რომელსაც ევროკავშირი სხვებისთვის ლექციების წასაკითხად იყენებს, პარალელურად კი ჩუმად უნთებს მწვანე შუქს აშშ-ისა და ისრაელის აგრესიულ ომს და ირანელების წინააღმდეგ ჩადენილ სისასტიკეზე თვალს ხუჭავს?“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ისმაილ ბაღეიმ.

მისი თქმით, საერთაშორისო სამართლის არც ერთი ნორმა არ უკრძალავს ირანს, მიიღოს აუცილებელი ზომები, რათა თავიდან აიცილოს ჰორმუზის სრუტის გამოყენება ირანის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის განსახორციელებლად.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor