• April

    20

    2026
  • 77
  • 0
ილჰამ ალიევი – მიმდინარე გეოპოლიტიკურ გარემოში „შუა დერეფნის“ მნიშვნელობა იზრდება, ზანგეზურის დერეფანი კიდევ უფრო გააძლიერებს სატრანსპორტო კავშირს, რომელიც აზიასა და ევროპას დააკავშირებს

ილჰამ ალიევი – მიმდინარე გეოპოლიტიკურ გარემოში „შუა დერეფნის“ მნიშვნელობა იზრდება, ზანგეზურის დერეფანი კიდევ უფრო გააძლიერებს სატრანსპორტო კავშირს, რომელიც აზიასა და ევროპას დააკავშირებს

მიმდინარე გეოპოლიტიკურ გარემოში „შუა დერეფნის“ მნიშვნელობა იზრდება. ზანგეზურის დერეფანი კიდევ უფრო გააძლიერებს რეგიონულ სატრანსპორტო კავშირს, რომელიც აზიასა და ევროპას დააკავშირებს, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ეს ხელს შეუწყობს ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ციფრული ქსელების გაფართოებას.

როგორც ალიევმა აღნიშნა, აზერბაიჯანი კვლავაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, რაც ხელს უწყობს სხვადასხვა რეგიონში სტაბილურ და დივერსიფიცირებულ ენერგომომარაგებას.

„კონფლიქტის დასრულებამ აზერბაიჯანს საერთაშორისო ჩართულობის გაფართოების ახალი შესაძლებლობებიც შეუქმნა. აზერბაიჯანის თავმჯდომარეობა თურქულენოვანი სახელმწიფოების ორგანიზაციასა და აზიაში ურთიერთქმედებისა და ნდობის აღდგენის ზომების კონფერენციაში, მისი გაწევრიანება D-8 ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციაში, ცენტრალური აზიის სახელმწიფოების მეთაურების საკონსულტაციო შეხვედრების მასპინძლობა და COP29-ის წარმატებული მასპინძლობა ასახავს აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის მიმართ მზარდ საერთაშორისო ნდობას“, – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor