• April

    20

    2026
  • 84
  • 0
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ნარკოტიკული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ნარკოტიკული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ უზბეკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ფორუმში სახელწოდებით: „საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ტრანსნაციონალური ნარკოტიკული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა“.

ფორუმი ქალაქ სამარყანდში, გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროსა და უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა.

ფორუმზე განიხილეს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის მიმართულებით არსებული გამოწვევები და ახალი ტენდენციები. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ამ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა მაღალი დონის პლენარული სესია და თემატური დისკუსიები, რომლებშიც მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ქვეყნის შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელმა პირებმა, დარგის ექსპერტებმა და საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, მათ შორის ეუთო-ს (OSCE), გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC), მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO), ინტერპოლის, ევროპოლის, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) და ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო კომიტეტის (UN INCB) ხელმძღვანელმა პირებმა.

ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor