• April

    22

    2026
  • 119
  • 0
გეკა გელაძის სუს-ის ხელმძღვანელად გადაყვანა ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის კიდევ უფრო გაძლიერებას შეუწყობს ხელს

გეკა გელაძის სუს-ის ხელმძღვანელად გადაყვანა ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის კიდევ უფრო გაძლიერებას შეუწყობს ხელს

სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადაწყვეტილებად შეიძლება შეფასდეს გეკა გელაძის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დირექტორის პოზიციაზე გადაყვანა, რაც მის მრავალწლიან გამოცდილებასა და პროფესიულ რესურსს სრულად შეესაბამება.

აღნიშნული გადაწყვეტილება ოფიციალურად გამოცხადდა 2026 წლის აპრილში, როდესაც გელაძემ შს მინისტრის პოსტი დატოვა და სუს-ის ხელმძღვანელად დასახელდა.

გელაძის შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდი გამოირჩეოდა სისტემური მენეჯმენტის გაძლიერებით, სამართალდამცავი სტრუქტურების ეფექტიანი კოორდინაციითა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მიმართულებით განხორციელებული მნიშვნელოვანი ნაბიჯებით.

მისი ხელმძღვანელობით სამინისტრო აქტიურად მუშაობდა, როგორც ინსტიტუციური განვითარებისა და პოლიციის პროფესიონალიზმის ამაღლებაზე, ისე თანამედროვე გამოწვევებზე ადეკვატური რეაგირების გაძლიერებაზე.

აღსანიშნავია, რომ მისი მინისტრობისას განსაკუთრებით ეფექტური იყო ნარკოდანაშაულთან ბრძოლა და არაერთი წარმატებული სპეციალური ოპერაცია იქნა ჩატარებული. 

განსაკუთრებით აღსანიშნავია დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით მიღწეული პროგრესი, სადაც გელაძის მმართველობის პერიოდში პრიორიტეტი იყო ეფექტიანი პრევენცია და სწრაფი რეაგირება, რაც საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე დადებითად აისახა.

მისი საქმიანობა ასევე გამოირჩეოდა თანამშრომლებთან მუდმივი კომუნიკაციითა და სისტემის შიდა გაძლიერებაზე ორიენტაციით.

გეკა გელაძის სუს-ის ხელმძღვანელად გადაყვანა შეიძლება განვიხილოთ როგორც სახელმწიფოს მხრიდან მაღალი ნდობის გამოხატვა და ლოგიკური გაგრძელება მისი წარმატებული კარიერული გზის, რაც ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის კიდევ უფრო გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

ქეთი ხომერიკი

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor