• April

    22

    2026
  • 90
  • 0
არჩილ გორდულაძე – სააკაშვილი-გვარამია-ბოკერიას გაერთიანებას ჩვეული სანტა-ბარბარა აქვს, მათი წარმატების შანსი ნულია, რადგან მწამებლებს საქართველოს მოსახლეობა ქვეყნის მართვას არ ანდობს

არჩილ გორდულაძე – სააკაშვილი-გვარამია-ბოკერიას გაერთიანებას ჩვეული სანტა-ბარბარა აქვს, მათი წარმატების შანსი ნულია, რადგან მწამებლებს საქართველოს მოსახლეობა ქვეყნის მართვას არ ანდობს

სააკაშვილი-გვარამია-ბოკერიას გაერთიანებას მათთვის ჩვეული სანტა-ბარბარა აქვს, პოზიციები ერთმანეთში ვერ გაუყვიათ, მაგრამ ერთმანეთის მიმართ ეს დამოკიდებულება არახალია და ისევ და ისევ მიმართულია იმისკენ, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიებმა ნიუსები შექმნან და სხვადასხვა რეპორტაჟები მოამზადონ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მათ სურთ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, თითქოს „ძველი „ნაცები“, „ნაცები“ აღარ არიან“.

„ტყუილებს რომ მოკლე ფეხები აქვს, წესით, ძალიან კარგად უნდა იცოდნენ. მათ არ აქვთ შესაძლებლობა, რომ ხელისუფლებაში არჩევნების გზით მოვიდნენ. ხელისუფლების დამხობა რომ არ გამოუვიდათ, ეს უკვე რევოლუციური მცდელობების ჩავარდნითაც დასტურდება. ნულს რაც არ უნდა მიაბა, ყველა შემთხვევაში მაინც ნულად დარჩება. კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ რაც არ უნდა დაიშალოს თავისი პატრონების დავალებით, დაიქსაქსოს და შემდეგ გაერთიანდეს, საბოლოოდ მათი წარმატების შანსი ნულია. მწამებლებსა და ქვეყნის მოღალატეებს საქართველოს მოსახლეობა არავითარ შემთხვევაში ხელისუფლებასთან არ მიუშვებს, ქვეყნის მართვას არ ანდობს“, – განაცხადა გორდულაძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor