• April

    22

    2026
  • 103
  • 0
კახა კალაძე – რამდენჯერ უნდა დააწესონ სანქციები, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ? ევროპელ ბიუროკრატებს არგუმენტები არ უყვართ, მხოლოდ ზედაპირული მესიჯებით, მუქარებითა და შანტაჟით შემოიფარგლებიან

კახა კალაძე – რამდენჯერ უნდა დააწესონ სანქციები, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ? ევროპელ ბიუროკრატებს არგუმენტები არ უყვართ, მხოლოდ ზედაპირული მესიჯებით, მუქარებითა და შანტაჟით შემოიფარგლებიან

რამდენჯერ უნდა დააწესონ სანქციები? ერთხელ, ორჯერ, სამჯერ. გავიგეთ ეს ყველაფერი, მაგრამ აქ ხომ ქვეყნის ინტერესებზეა საუბარი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.

ჟურნალისტების კითხვაზე, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლმა, კაია კალასმა საქართველოსთან დაკავშირებით სანქციებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა, თბილისის მემა აღნიშნა, რომ ევროპელ ბიუროკრატებს არგუმენტები არ უყვართ.

„სანქციებთან დაკავშირებით განცხადება არაერთხელ გაკეთდა და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როდესაც საქმე ქვეყნის ინტერესებს ეხება, ჩვენ ვიქნებით უკომპრომისო. გვექნება ძალიან პრინციპული პოზიცია. დავიცავთ საქართველოს ინტერესებს, ქვეყნის მომავალს და ქართველი ხალხის ინტერესს. ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ, ვახორციელებთ იმ პოლიტიკას, სადაც ხალხისა და ქვეყნის ინტერესია დაცული. რამდენჯერ უნდა დააწესონ სანქციები? ერთხელ, ორჯერ, სამჯერ. გავიგეთ ეს ყველაფერი, მაგრამ აქ ხომ ქვეყნის ინტერესებზეა საუბარი. ზოგადად ევროპელ ბიუროკრატებს არგუმენტები არ უყვართ. ისინი მხოლოდ ზედაპირული მესიჯებით, მუქარებითა და შანტაჟით შემოიფარგლებიან. ამდენი ხანია, მათგან მოდის მუქარა, თუნდაც ე.წ. გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით. ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ ერთ რამეს, რატომ არის აღნიშნული კანონი პრობლემა ან რატომ ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს, მაშინ როცა სხვადასხვა ევროპული ქვეყანა თავად საუბრობს მსგავსი კანონის აუცილებლობაზე. ჩვენ რომ ეს კანონი მივიღეთ, გახსოვთ რა შემოტევები იყო და დღესაც იგივე გრძელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor