• April

    23

    2026
  • 88
  • 0
მამუკა მდინარაძე – სუს-ში ერთი წლის წინ ინფორმაციის ნაკადი თუ იყო X ციფრი, დღეს ეს გაზრდილია 30-ჯერ, მათ შორის, მოსმენებიც არის გაზრდილი, ოღონდ მოსამართლის განჩინების საფუძველზე

მამუკა მდინარაძე – სუს-ში ერთი წლის წინ ინფორმაციის ნაკადი თუ იყო X ციფრი, დღეს ეს გაზრდილია 30-ჯერ, მათ შორის, მოსმენებიც არის გაზრდილი, ოღონდ მოსამართლის განჩინების საფუძველზე

თუ ერთი წლის წინ ინფორმაციის ნაკადი იყო X ციფრი, დღეს ეს ციფრი გაზრდილია 30-ჯერ, – ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა და მომავალმა ვიცე-პრემიერმა, მამუკა მდინარაძემ სუს-ის საქმიანობის შედეგებზე საუბრისას განაცხადა.

კითხვაზე, თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ ეს გაზრდილი მოსმენების ხარჯზე ხდება და ასეა თუ არა, მდინარაძემ უპასუხა:

„მათ შორის. რა ეგონათ, დავმალავდი? დიახ, მოსმენებიც არის გაზრდილი, ოღონდ მოსამართლის განჩინების საფუძველზე. თუ ორჯერ და ორ-ნახევარჯერ გაიზარდა განჩინებები, ესეც გაზრდილი მუშაობის შედეგია, სამაგიეროდ, ინფორმაციული ნაკადი გაიზარდა 30-ჯერ და მეტჯერ. არის უამრავი ლეგიტიმური საშუალება, მატერიალურ-ტექნიკურიდან დაწყებული, ადამიანური რესურსით გაგრძელებული, რომლებიც სუს-ში ინფორმაციის შედინებას უზრუნველყოფენ. ეს დინამიკა გაიზრდება გეკა გელაძის მმართველობის პერიოდში, რადგან ეს მიმდინარე მზარდი დინამიკაა. გეკა არაფერს დააკლებს, თუ არ მოუმატებს და ინფორმაცია ნიშნავს მეტ პოზიტიურ კონტროლს სახელმწიფო უსაფრთხოების თვალსაზრისით და მეტ გარანტიას ამ სფეროში ჩვენი ქვეყნისთვის“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ „იმედის“ ეთერში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor