• April

    24

    2026
  • 88
  • 0
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს, დაკავებულია ორი პირი

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს, დაკავებულია ორი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.

პოლიციამ 1987 წელს დაბადებული გ.ხ. – ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის, ხოლო 1958 წელს დაბადებული ჯ.ქ. კი საბაჟო-გამშვები პუნქტის, „სარფის“ ტერიტორიაზე დააკავა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და ხელბარგის შემოწმებისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღეს. ასევე, ერთ-ერთი ბრალდებულის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერებისას სპეციალური სკანერის საშუალებით აღმოჩენილია მალულად მოთავსებული – 247 აბი „სუბოქსინი“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 262-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor