• April

    29

    2026
  • 62
  • 0
შალვა პაპუაშვილი – პოლონეთის მთავრობამ ქართულ საზოგადოებაზე ზემოქმედებისთვის პროპაგანდისტული ინსტრუმენტი შექმნა

შალვა პაპუაშვილი – პოლონეთის მთავრობამ ქართულ საზოგადოებაზე ზემოქმედებისთვის პროპაგანდისტული ინსტრუმენტი შექმნა

უცხო ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ანუ, პოლონეთის მთავრობამ ქართულ საზოგადოებაზე ზემოქმედებისთვის პროპაგანდისტული ინსტრუმენტი შექმნა. ამ პროპაგანდისტული მედიის სახე არის ნათია კობერიძე, ადამიანი, რომელიც საქართველოში გაიგივებულია დეზინფორმაციასთან, პროპაგანდასთან და ისტერიის დათესვასთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „„მოდელირებული ქრონიკის“ ავტორი არის ამ პროპაგანდისტული მედიის სახე და ხელმძღვანელი“.

„ესეც აჩვენებს, თუ რა არის განზრახვა. ევროკავშირის ელჩის განცხადება ვნახეთ, სადაც სამოქალაქო ომით დაგვემუქრა. პაველ ჰერჩინსკი არის პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი. ის მივლინებულია ევროკავშირში, თუმცა პოლონეთის საგარეო უწყების თანამშრომელია. იმ სამინისტროსი, ვინც ეს პროპაგანდისტული იარაღი ჩამოაყალიბა მთავარი პროპაგანდისტის, ნათია კობერიძის ხელმძღვანელობით. ეს არის ანალოგი ე.წ. ათასი ბორცვის რადიოსი, რომელიც რუანდაში შეიქმნა იმისთვის, რომ შუღლი გაეღვივებინა საზოგადოებაში მტრობის სახით. ის გენოციდი ამ რადიომ მოიტანა, რაც რუანდაში გენოციდის სახით მოხდა. პოლონეთის საგარეო უწყებამ პროპაგანდისტული იარაღი შექმნა, რათა საქართველოში ზიზღის პროპაგანდა მოხდეს. ამის პარალელურად, პაველ ჰერჩინსკი სამოქალაქო ომით გვემუქრება, ევროკომისიის პრესსპიკერი 4 ოქტომბრის დამხობის დაანონსებულ აქციას მხარს უჭერდა. საქმე გვაქვს ზიზღის პროპაგანდის ინსტრუმენტთან, რომელიც შეიქმნა. ფაქტია, რომ ეს არის კიდევ ერთი მტრული ნაბიჯი ქართველი ხალხის წინააღმდეგ. პოლონეთის მთავრობის მიერ მოწყობილი სპეცოპერაცია გავიხსენოთ, როცა სააკაშვილთან სპეცაგენტი ექიმები შეუშვეს, რომლებიც მასალების გამოტანას ფარულად ცდილობდნენ. აშკარა მაგალითია, რომ საქართველოში უნდათ ზიზღის პროპაგანდა. სახელმწიფო პროპაგანდა რას ნიშნავს, ეს არის ნათელი მაგალითი. ნათია კობერიძე ამას ემსახურება. „მოდელირებული ქრონიკის“ მიზანი რაც იყო, ეს მიზნები გადატანილი აქვთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor