• October

    23

    2023
  • 106
  • 0

გია ვოლსკი – წარსულის გამო „ნაციონალურ მოძრაობას“ ვინც არ გაემიჯნა, კოლექტიური „ნაცმოძრაობისგან“ დიდად განსხვავებული არ იქნება, არც მელია განსხვავდება რამით, გარდა იმისა, რომ აწყენინეს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობას“ წარსული საქმიანობის გამო არ გაემიჯნენ, კოლექტიური „ნაცმოძრაობისგან“ დიდად განსხვავებული არ იქნებიან.

„საოცრება მოხდა და ნიკანორ მელიას არსებულ რეალობაზე თვალი აეხილა. განსხვავება ის არის, რომ ამ შემთხვევაში ფარული მმართველობა თუ ფარული ფინანსები და მხარდაჭერა კეზერაშვილისგან ერგო არა ნიკანორ მელიას, არამედ ლევან ხაბეიშვილს. პოლიტიკური სუბიექტები, ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“ არ გაემიჯნნენ მისი გარკვეული მახასიათებლების გამო, რაც ძირითადად ეხება წარსულს, ტერიტორიების ოკუპაციის საკითხს, გნებავთ, სამოქალაქო მოსახლეობის შეწირვის თემას, სტრატეგიული ობიქტების რუსეთისთვის გადაცემას, წამებას, ღირსებისა და ქონების წართმევას, ამ საკითხებზე ვისაც არ აქვს მკაფიო პოზიცია, ის დიდად განსხვავებული არ იქნება კოლექტიური „ნაცმოძრაობისგან“. ამ შემთხვევაში არც ნიკანორ მელია განსხვავდება რამით, გარდა იმისა, რომ აწყენინეს“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor