• May

    1

    2026
  • 29
  • 0
ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და მდივანი გიორგი ჯავახიშვილი საფრანგეთში საქართველოს ელჩს, ირაკლი ყურაშვილს შეხვდნენ

ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და მდივანი გიორგი ჯავახიშვილი საფრანგეთში საქართველოს ელჩს, ირაკლი ყურაშვილს შეხვდნენ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და ცესკო-ს მდივანი გიორგი ჯავახიშვილი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ირაკლი ყურაშვილს და დესპანს ეკატერინე კოკაიას შეხვდნენ.

ცესკო-ს ცნობით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესისა და საპარლამენტო ასამბლეის ერთობლივი დებატები განიხილეს და მისი შედეგები შეაფასეს.

„შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს თანამშრომლობის შესაძლებლობებსა და პერსპექტივებზე.

როგორც გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრისას აღნიშნა, საფრანგეთში საქართველოს საელჩო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროსტრუქტურებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით. შესაბამისად, მნიშვნელოვანია მჭიდრო თანამშრომლობა და ინფორმაციის გაცვლა სხვადასხვა აქტუალურ საარჩევნო საკითხზე, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს ოპერატიულად სწორი ინფორმაციის მიწოდებას სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა თუ სტრუქტურებისთვის.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დელეგაცია საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტით 28-29 აპრილს იმყოფებოდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor