• May

    4

    2026
  • 61
  • 0
ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტში მონაწილეობს

ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტში მონაწილეობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობს.

სამიტის მონაწილე ლიდერებს ერევანში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მასპინძლობს.

მთავრობის მეთაური ევროპელ ლიდერებს დღეს სიტყვით მიმართავს მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაზე, რომლის მთავარი თემაა დაკავშირებადობის გაძლიერება და ეკონომიკური უსაფრთხოება.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, სამიტი გამოყენებული იქნება ორმხრივი შეხვედრებისთვისაც, სიტყვით გამოსვლისას კი ყურადღება დაეთმობა საქართველოს განსაკუთრებულ როლს ევროპისთვის დაკავშირებადობის თვალსაზრისით.

„ჩვენ შვიდ ქვეყანას ვაკავშირებთ შავ ზღვასთან და, შესაბამისად, დასავლეთთან ეკონომიკური, სავაჭრო კუთხით და. ბუნებრივია, ამაზე აქტიურად გვექნება საუბარი. საქართველოს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა დაკავშირებადობის თვალსაზრისით ევროპისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაური დაესწრო სამიტის პლენარულ სესიას, რომელიც მასპინძელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ გახსნეს.

სამიტის მონაწილე ლიდერებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor