• May

    5

    2026
  • 44
  • 0
რეჯეფ თაიფ ერდოღანი – ჩვენ არ ვართ ქვეყანა, რომლის მნიშვნელობასაც მხოლოდ საჭიროების დროს იხსენებენ, დღეს ევროპას თურქეთი უფრო სჭირდება, ვიდრე თურქეთს ევროპა

რეჯეფ თაიფ ერდოღანი – ჩვენ არ ვართ ქვეყანა, რომლის მნიშვნელობასაც მხოლოდ საჭიროების დროს იხსენებენ, დღეს ევროპას თურქეთი უფრო სჭირდება, ვიდრე თურქეთს ევროპა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ევროკავშირს „სტრატეგიულ სიბრმავეში“ ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ევროპას თურქეთი უფრო მეტად სჭირდება, ვიდრე თურქეთს ევროპა.

თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი ვერ გახდება გლობალური მოთამაშე თურქეთის სრულფასოვანი წევრობის გარეშე.

„ევროკავშირი თურქეთის, როგორც სრულფასოვანი წევრის გარეშე, ვერ იქცევა გლობალურ აქტორად და მიმზიდველ ცენტრად. ჩვენ არ ვართ ქვეყანა, რომლის მნიშვნელობასაც მხოლოდ საჭიროების დროს იხსენებენ. დღეს ევროპას თურქეთი უფრო სჭირდება, ვიდრე თურქეთს ევროპა და ხვალ ეს საჭიროება კიდევ უფრო გაიზრდება“, – განაცხადა ერდოღანმა.

ერდოღანმა მოუწოდა ევროკავშირს, დააფასოს თურქეთის როლი.

„ევროკავშირმა სრულად უნდა შეაფასოს თურქეთის კონსტრუქციული მიდგომა და თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისა და რიტორიკისგან, რომელიც ამას დააზიანებს. ახალი გლობალური წესრიგი ყალიბდება, იზრდება რეგიონული თანამშრომლობა, ჩნდებიან ახალი მოთამაშეები და სისტემა სწრაფად მოძრაობს მრავალპოლარულობისკენ. თურქეთი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კანდიდატია, რომ ამ ახალ სისტემაში ერთ-ერთ მთავარ ცენტრად იქცეს. ევროპა გზაგასაყარზე დგას: ან გამოიყენებს თურქეთის მზარდ ძალასა და გლობალურ წონას, ან მის მომავალს ეს რიტორიკა დააზიანებს“, – განაცხადა ერდოღანმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor