• May

    8

    2026
  • 30
  • 0
ირაკლი კობახიძე – ეკონომიკა საშუალოდ 9.1%-ით გაიზარდა, რაც საშუალო ხელფასის ზრდაზე, სიღარიბის შემცირებაზე, ბიუჯეტის ზრდაზე აისახება, ამოცანაა, შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი

ირაკლი კობახიძე – ეკონომიკა საშუალოდ 9.1%-ით გაიზარდა, რაც საშუალო ხელფასის ზრდაზე, სიღარიბის შემცირებაზე, ბიუჯეტის ზრდაზე აისახება, ამოცანაა, შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი

მარტში საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 10.7%-ით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეკონომიკის ზრდა პირდაპირ აისახება საშუალო ხელფასის ზრდაზე, სიღარიბის შემცირებაზე, სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდაზე და შესაბამისი პროგრამების გაფართოებაზე.

„გვაქვს ორნიშნა მაჩვენებელი ეკონომიკის ზრდის. პირველი კვარტლის მონაცემებით საშუალოდ ეკონომიკა გაიზარდა 9.1%-ით და ეს ყველაფერი უზრუნველყოფილია კრიზისის ფონზე, რომელიც არის შექმნილი რეგიონში. გვაქვს ახალი, ურთულესი კრიზისი ახლო აღმოსავლეთში, რაც აისახება ჩვენს ქვეყანაზეც, მათ შორის ტურიზმის მიმართულებით. ამ კრიზისის და შესაბამისი გამოწვევების მიუხედავად ჩვენ მოვახერხეთ და შევინარჩუნეთ ზრდის მაღალი ტემპი. ერთ-ერთი მიზეზი, ამას ცალკე ხაზგასმით აღვნიშნავ, არის ის, რომ შარშან ჩვენ წარმატებით დავიწყეთ ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, რაც პირდაპირ აისახა ეკონომიკური ზრდის ტენდენციებზე. შარშან ჩვენი ეკონომიკური ზრდა იყო 7.5% და წელს, პირველი კვარტლის მონაცემებით გვაქვს გაუმჯობესებული შედეგები და ამან მოგვცა კონკრეტული ხელშესახები შედეგები სხვადასხვა მიმართულებით. ეკონომიკის ზრდა პირდაპირ აისახება საშუალო ხელფასის ზრდაზე, სიღარიბის შემცირებაზე, სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდასა და შესაბამისი პროგრამების გაფართოებაზე. ჩვენი მთავარი ამოცანაა შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი, რისთვისაც მთავრობა ძალისხმევას მომავალშიც არ დაიშურებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor