• May

    11

    2026
  • 66
  • 0
ირაკლი ქადაგიშვილი – ვფიქრობ, პატრიარქის არჩევა მშვიდ ვითარებაში ჩაივლის და პატრიარქის ტახტზე ღირსეული კანდიდატი შეირჩევა

ირაკლი ქადაგიშვილი – ვფიქრობ, პატრიარქის არჩევა მშვიდ ვითარებაში ჩაივლის და პატრიარქის ტახტზე ღირსეული კანდიდატი შეირჩევა

ვფიქრობ, პატრიარქის არჩევა მშვიდ ვითარებაში ჩაივლის და, რა თქმა უნდა, პატრიარქის ტახტზე ღირსეული კანდიდატი შეირჩევა იმ სამი კანდიდატიდან, რომლებიც ცნობილია, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა არა მხოლოდ საქართველოს ეკლესიის ცხოვრებაში, არამედ ერისა და ქვეყნისთვისაც.

„ამ წინასაარჩევნო პერიოდმა დაგვანახა, რომ გარკვეული ძალების მხრიდან არსებობდა პროცესის დისკრედიტაციისა და ურთიერთთავდასხმის მცდელობები. ცდილობდნენ, ამ პროცესისთვის რაღაცნაირად ჩრდილი მიეყენებინათ, თუმცა საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ყველაფერი მაინც ისე წარიმართა და წარიმართება, როგორც საქართველოს ეკლესიისა და ქართველი ერის ინტერესებშია“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრების მონაწილეები იკრიბებიან. ტაძარში გაფართოებული საეკლესიო კრება 13:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს საქართველოს ახალ, 142-ე კათოლიკოს-პატრიარქს აირჩევენ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor