• May

    12

    2026
  • 52
  • 0
აშშ-ის საელჩო – აშშ გულწრფელ მილოცვას უგზავნის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მის მრევლს შიო III-ის კათოლიკოს-პატრიარქად არჩევასთან დაკავშირებით, ეს ისტორიული მოვლენაა

აშშ-ის საელჩო – აშშ გულწრფელ მილოცვას უგზავნის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მის მრევლს შიო III-ის კათოლიკოს-პატრიარქად არჩევასთან დაკავშირებით, ეს ისტორიული მოვლენაა

საქართველოში აშშ-ის საელჩო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ახალი პატრიარქის, შიო მესამის არჩევას ულოცავს.

როგორც საელჩო აღნიშნავს, ეს ისტორიული მოვლენაა, რადგან საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პატრიარქი პირველად აირჩიეს.

„შეერთებული შტატები გულწრფელ მილოცვას უგზავნის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მის მრევლს უწმინდეს და უნეტარეს შიო III-ის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევასთან დაკავშირებით. ეს ისტორიული მოვლენაა, რადგანაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პატრიარქი პირველად აირჩიეს. ვუსურვებთ მას დიდ წარმატებას და მოუთმენლად ველოდებით საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან, მსოფლიოს უძველეს ქრისტიანულ ეკლესიათა შორის ერთ-ერთთან, თანამშრომლობას საერთო კულტურული და ცივილიზაციური მიზნების განხორციელებისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor