• May

    14

    2026
  • 40
  • 0
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, გეკა გელაძემ, მოადგილე ალექსანდრე მაისურაძესთან ერთად, დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

სუს-ის ინფორმაციით, გეკა გელაძემ შეხვედრაზე პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და ყურადღება გაამახვილა სააგენტოს საქმიანობის ეფექტიანობის გაუმჯობესების შესაძლებლობებზე.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა დაზვერვის სააგენტოს თანამშრომლებს საქმიანობის საკვანძო სფეროებისა და რისკებზე რეაგირების ინსტრუმენტების თვისებრივი განვითარების საქმეში მხარდაჭერა აღუთქვა. გეკა გელაძემ სააგენტოს თითოეულ თანამშრომელს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და სტრატეგიული მიზნების განხორციელებაში წარმატება უსურვა. დაზვერვის სააგენტოში სტუმრობისას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ინფრასტრუქტურასა და მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასაც გაეცნო“, – ნათქვამია სუს-ის ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor