• May

    18

    2026
  • 47
  • 0
ბაქოში ირაკლი კობახიძის ვიზიტი დაიწყო

ბაქოში ირაკლი კობახიძის ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვია, სადაც მსოფლიო ურბანულ სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

ბაქოს ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის მეთაურს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი თეიმურ მუსაიევი დახვდა.

დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაური სიტყვით გამოვა მსოფლიო ურბანული ფორუმის მე-13 სესიაზე. ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბაქოში დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგენლობაში არიან ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor