• May

    18

    2026
  • 55
  • 0
შალვა პაპუაშვილი – საქართველო-ჩინეთის ურთიერთობამ ბოლო წლებში შთამბეჭდავი პროგრესი განიცადა, მჯერა, დადებითი დინამიკა და სხვადასხვა სფეროში მზარდი თანამშრომლობა გაღრმავდება

შალვა პაპუაშვილი – საქართველო-ჩინეთის ურთიერთობამ ბოლო წლებში შთამბეჭდავი პროგრესი განიცადა, მჯერა, დადებითი დინამიკა და სხვადასხვა სფეროში მზარდი თანამშრომლობა გაღრმავდება

საქართველო-ჩინეთის ურთიერთობამ ბოლო წლებში შთამბეჭდავი პროგრესი განიცადა, ეს წინსვლა ხასიათდება პოლიტიკური დიალოგის გაფართოებით, ეკონომიკური თანამშრომლობით, კულტურათაშორის და ხალხთა შორის კავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის (CPPCC) თავმჯდომარესთან, ვანგ ჰიუნინგთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

პაპუაშვილმა ჩინეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკისთვის მადლობა გადაუხადა.

„საქართველოსა და ჩინეთს აქვთ საერთო ძალისხმევა, რომ დაიცვან ეროვნული სუვერენიტეტი, მშვიდობა და უსაფრთხოება, ასევე მტკიცედ დაიცვან საერთაშორისო სამართლის პრინციპები და ორმხრივი პატივისცემა საერთაშორისო ურთიერთობებში. ამ მხრივ, მსურს, მადლობა გადავუხადო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკისთვის.

მომავალ წელს ჩვენი ქვეყნები აღნიშნავენ დიპლომატიური ურთიერთობების 35 წლის იუბილეს. მჯერა, რომ დადებითი დინამიკა და სხვადასხვა სფეროში მზარდი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და ეტაპობრივად განავითარებს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობას ყოვლისმომცველი პარტნიორობის დონეზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor