• May

    19

    2026
  • 64
  • 0
სულხან თამაზაშვილი აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების სამხედრო ნაწილში იმყოფებოდა

სულხან თამაზაშვილი აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების სამხედრო ნაწილში იმყოფებოდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი, დელეგაციასთან ერთად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების სამხედრო ნაწილს ეწვია.

საქართველოს დელეგაციას ადგილზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვილაიათ ეივაზოვმა, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების მეთაურმა, შაჰინ მამადოვმა უმასპინძლეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს დელეგაციის წევრებმა სამხედრო ტექნიკა და ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, ასევე დანაყოფის შესაძლებლობებსა და საქმიანობის ძირითად მიმართულებებს გაეცნენ.

„ვიზიტის ფარგლებში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრსა და აზერბაიჯანელ კოლეგას შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობა და სამომავლო პარტნიორობის პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ უწყებას შორის წარმატებულ თანამშრომლობას და კიდევ უფრო გაფართოების მნიშვნელობას“, – ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor