• May

    19

    2026
  • 35
  • 0
გრენლანდიის პრემიერი – აშშ-თან მოლაპარაკებებში პროგრესი გვაქვს, თუმცა არის წითელი ხაზები, ჩვენ არ გავყიდით გრენლანდიას

გრენლანდიის პრემიერი – აშშ-თან მოლაპარაკებებში პროგრესი გვაქვს, თუმცა არის წითელი ხაზები, ჩვენ არ გავყიდით გრენლანდიას

გრენლანდიის ხელისუფლება აცხადებს, რომ აშშ-თან მოლაპარაკებებში პროგრესი შეინიშნება, თუმცა კუნძული არ იყიდება.

ამის შესახებ გრენლანდიის ხელისუფლებამ მას შემდეგ განაცხადა, რაც აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი გრენლანდიის საკითხებში ჯეფ ლენდრი ნუუკში ჩავიდა. როგორც ცნობილია, ჯეფ ლენდრიმ მოლაპარაკებები გრენლანდიის პრემიერ-მინისტრ იენს-ფრედერიკ ნილსენსა და საგარეო საქმეთა მინისტრთნ, მუტე ეგედესთან გამართა.

გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ამერიკულ მხარეს თავიანთი პოზიცია გააცნეს.

„ჩვენ გვჯერა, რომ პროგრესი გაქვს და გრენლანდიის მხრიდან ფოკუსირებულები ვართ ისეთი გადაწყვეტის პოვნაზე, რომელიც ყველასთვის კარგი იქნება. მთავარია, გრენლანდიისა და გრენლანდიელი ხალხის ანექსიის, მიტაცების ან შესყიდვის საფრთხე არ წარმოიშვას. მათ შეხვედრა მოითხოვეს და ჩვენ ავუხსენით ჩვენი სიტუაცია და პოზიცია, გვაქვს გარკვეული წითელი ხაზები – ჩვენ არ გავყიდით გრენლანდიას“, – განუცხადა ნილსენმა ჟურნალისტებს ლენდრისთან შეხვედრის შემდეგ.

ამასთან, ადგილობრივ მედიასთან საუბრისას ლენდრიმ განაცხადა, რომ გრენლანდიაში „მოსასმენად და სასწავლად“ იმყოფებოდა.

ცნობისთვის, კუნძული გრენლანდია დანიის სამეფოს ეკუთვნის. 2026 წლის დასაწყისში დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ სურს, აშშ-მა კუნძული შეიძინოს ან გააკონტროლოს. მედიის ინფორმაციით, შეერთებულ შტატებს სურს გაზარდოს თავისი სამხედრო წარმომადგენლობა გრენლანდიაში და გახადოს ის ტრამპის მიერ დაგეგმილი „ოქროს გუმბათის“ ბირთვული თავდასხმისგან თავდაცვის სისტემის ნაწილი.

ამჟამად აშშ-ს გრენლანდიაში ერთი აქტიური, ჩრდილო-დასავლეთში მდებარე პიტუფიკის კოსმოსური ბაზა აქვს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor